განათლებულ ქალთან ქორწინება მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებს

საქართველო, თბილისი - 00:45 | 21.09.2015
ნანახია: 42381

შვედი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ განათლებულ ქალთან ქორწინება მამაკაცის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. კვლევაში 1,5 მილიონმა ოჯახურმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა.

შედეგების ანალიზისას შვედები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცოლის განათლება პირდაპირ კავშირშია ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. საინტერესოა, რომ მამაკაცის ინტელექტი ქალის ჯანმრთელობაზე ასეთ ზეგავლენას არ ახდენს. მეცნიერები გამოვლენილ კანონზომიერებას ასე ხსნიან: სწორედ ცოლი იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს ოჯახის ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევებში ის ადგენს საკვებ რაციონს. განათლებული ქალი ყველაფერს ოპტიმალურად წყვეტს, რაც პოზიტიურად ზემოქმედებს როგორც მის, ისე ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე