შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 17:35 | 02.12.2015
ნანახია: 1748

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნეს.

ახლადგარემონტებული, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და 37 თანამშრომელი იმუშავებს. მეხანძრე-მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაეცათ. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.
ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სრული აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ „დაზარალებული“ სპეციალური საკაცით გრძელ თოკზე დაუშვეს, ხანძრის ქრობის პროცესი წარმოადგინეს და საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომა განახორციელეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე