გადაწყვეტილება მიღებული მაქვს - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 10:39 | 14.06.2018
ნანახია: 1015

„მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს,“ - ეს განცხადება ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა გადაწყვიტა. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ელოდება გუნდის გადაწყვეტილებებს. ამასთან, არაფერს ამბობს არც პრემიერობის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით. დღეს „ქართული ოცნება“ პრემიერის გადადგომის შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც პრემერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. შეხვედრა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე