კუბოს ნაცვლად BMW - უჩვეულო დაკრძალვა ნიგერიაში

საქართველო, თბილისი - 15:33 | 12.06.2018
ნანახია: 1204

ნიგერიაში შვილმა მამა კუბოს ნაცვლად ახალ ავტომობილში დაკრძალა. მდიდარმა შვილმა გადაწყვიტა ამ მიზნით ახალი BMW ეყიდა, რომელშიც 66 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. იუწყება The Daily Mail-ი.

აზუბუიკემ ჯერ კიდევ მამას სიცოცხლეში დაპირდა, რომ სწრაფ ავტომობილს აჩუქებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამიტომ მამას პატივი უჩვეული ფორმით მიაგო.

დაკრძალვაზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე