112-ში არსებული პროგრამული ხარვეზი გამოსწორდა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 12.06.2018
ნანახია: 842

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში არსებული პროგრამული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ზარების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო", - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, 112-ში პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებული იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე