ავსტრიის კანცლერს მეჩეთების დახურვის გამო ემუქრებიან

საქართველო, თბილისი - 14:51 | 12.06.2018
ნანახია: 677

ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს „ფეისბუქში“ ანგარიშსწორებით ემუქრებიან მეჩეთების დახურვისა და ქვეყნიდან 40-მდე იმამის გაძევების გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიის ხელისუფლებამ მეჩეთების დახურვისა და  თურქულ-ისლამური კავშირის იმამების დეპორტაციის შესახებ 8 ივნისს განაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით,  ასეთი ზომები ისლამის შესახებ კანონის დარღვევისა და უცხოეთიდან დაფინანსების გამო მიიღეს.

მიღებულმა ზომებმა მუსლიმური რელიგიური თემების აღშფოთება გამოიწვია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კი ავსტრიის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარების პირობა დადო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე