გიორგი გახარიასთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 10:57 | 12.06.2018
ნანახია: 1231

გიორგი გახარიასთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ უნდა შეხვედრა, შევხვდები, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შეხვედრის შეთავაზება არ მიუღია. 

„გიორგი გახარიასთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ უნდა შეხვედრა, შევხვდები. ფაქტია, რომ დღეს გახარიას უწყებამ დანაშაულები ჩაიდინა, რაც თქვენთვისაც ნათელია. შეხვედრის შემოთავაზება არ ყოფილა“, - განაცხადა. სარალიძემ. 

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება, რადგან ის ადამიანი არ არის კომპეტენტური თავისი თანამდებობისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე