ზვიად კუპრავასა და სხვა დაკავებულების ადკოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

საქართველო, თბილისი - 18:15 | 11.06.2018
ნანახია: 831

მოსამართლე ლაშა თავართქილაძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გამზირზე დაკავებილ ზვიად კუორავას და კიდევ სამ პირს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ადვოკატები გაასაჩივრებენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატმა ლევან დავითაიამ განაცხდა, აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლე არ არის.

"მოსამართლის გადაწყვეტილება ალბათ, თავადაც შეატყვეთ, რომ მისი ავტოვტორობით არ იყო. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციისა და სასმართლოს ერთობლივი პროექტია, რომელიც ამ შემთხვევაში მოსამართლემ გაახმოვანა", - განაცხადა დავითაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე