ჩოხატაურში არასრულწლოვანის დედამ, რომელმაც ორსულ შვილს სცემა, თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 06.06.2018
ნანახია: 2490

ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში დედა  არასრუწლოვან ორსულ შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. დედამ შვილს ჯერ ჯოხით სცემა, შემდეგ კი სახლიდან გააგდო. რამდენიმე ხანში კი დედამ სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ გოგონა გათხოვილი არ იყო. როდესაც დედამ გოგონას ორსულობა შეიტყო, შვილი ჯერ სახლიდან გააგდო და შემდეგ კი თავი მოიკლა.  

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე