ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ჰაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 12:45 | 06.06.2018
ნანახია: 1435

ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ჰაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. ე.წ.ოპოზიციურმა პარტიამ "ამცახარამ" ე.წ. პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.

ოპოზიციამ ჰაჯიმბას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.

ისინი რაულ ჰაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. 

მათივე განცხადებით,არ გაატარდა დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე