ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 04.06.2018
ნანახია: 1100

4 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4558 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.77 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8794 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8962 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.68 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5304 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.2854 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 ივნისიდან  შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე