ბრიტანეთის სკოლაში ბიჭებს კაბების ტარების უფლება მისცეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 04.06.2018
ნანახია: 1591

დიდ ბრიტანეთში ოქსფორდშირის საგრაფოს სკოლაში ბიჭებს კაბების ტარების უფლება დართეს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ხელმძღვანელობამ ერთიანი უნიფორმა შემოიღო. სხვა წესების გარდა ბიჭებს მხოლოდ გრძელი შარვლები უნდა სცმოდათ. როდესაც თბილი ამინდების დადგომისას ერთ-ერთმა მშობელმა დირექციას სთხოვა, რომ შვილს მოკლე შარვალს ჩააცმევდა, კატეგორიული უარი მიიღო, თუმცა უთხრეს, რომ  სურვილის მიხედვით ბიჭს შეეძლო ქვედაბოლო ჩაეცვა.

ახალი გენდერულ-ნეიტრალური პოლიტიკის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებში ბიჭებს გრძელ შარვლებში თუ დასცხებათ, გრილი სამოსის ტარების უფლება ექნებათ.  

ამ სახით სკოლაში გადაწყვიტეს ტრანსექსუალი მოსწავლეებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ და დისკრიმინაციისგან დაეცვათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე