ქართული ფილმი "დედე" ესპანეთის შვიდ ქალაქში იქნება ნაჩვენები

საქართველო, თბილისი - 11:08 | 01.06.2018
ნანახია: 1331

სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი „დედე“, რომელიც ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის მიერაა გადაღებული, ესპანეთის შვიდ კინოთეატრში იქნება ნაჩვენები.

1 ივნისიდან სურათის დემონსტრაცია მადრიდი, ბარსელონა, ჟირონე, ვალენსია, მარბელი, ალკალა-დე-ენარესი და სან-ფელიუ-სე-ლობრეგატეს კინოთეატრებში მოხდება.

ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, სვანეთის მაღალმთიანეთიდან, რომელიც იბრძვის თავისი სიყვარულისთის, მაგრამ ტრადიციები გრძნობებზე მაღლა აღმოჩნდება.  

„დედე“ ოთხი ქვეყნის თანაწარმოებითაა გადაღებული: საქართველო, ირლანდია, ყატარი და ჰოლანდია. ფილმმა უკვე მიიღო პრიზები რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„დედეს“ პრემიერა საქართველოში 22 თებერვალს შედგა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე