პოროშენკომ რუსი ოფიცერი შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 01.12.2015
ნანახია: 1653

რუსი ოფიცერი, რომელსაც 14 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, უკრაინის პრეზიდენტმა შეიწყალა. ვლადიმერ სტარკოვი დონბასში უკრაინელებმა ზაფხულში დაატყვევეს. მას სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სატვირთო მანქანით იარაღი გადაჰქონდა. სტარკოვის გათავისუფლების სანაცვლოდ სეპარატისტები ტყვეობიდან ერთ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაათავისუფლებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე