იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების ანუ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება

საქართველო, თბილისი - 17:31 | 29.05.2018
ნანახია: 1470

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შემოდის ახალი რეგულაცია, რომელიც ლომბარდებს და გამსესხებლებს ე.წ. კერძო მევახშეებს აუკრძალავს უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას.

„ეს იყო სრულად არა რეგულირებული სფერო, სადაც მნიშვნელოვნად ირღვეოდა მომხმარებლების უფლებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ არ ვკრძალავთ ასეთი ტიპის ტრანზაქციებს. შემოდის ახალი რეგულაცია, რომელიც აკრძალავს ლომბარდებისთვის, კერძო მევახშეებისათვის, ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირებისათვის, უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას. იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან აღნიშნული საქმიანობით, ნებაყოფლობით მოექცევიან ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, გაიზიარებენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, რა თქმა უნდა, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე