გერმანია სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ 1200 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 01.12.2015
ნანახია: 1663

გერმანიის მთვარობამ მხარი დაუჭირა სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების მონაწილეობას.

Spiegel-ის ინფორმაციით, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გერმანია სირიაში 1200 ჯარისკაცს გაგზავნის.

სამხედრო ოპერცია, რომელიც ჯერ ბუნდესთაგმა უნდა დაამტკიცოს, გერმანიას 134 მლნ ევრო დაუჯდება.

გერმანია სირიაში ასევე გაგზავნის მზვერავ თვითმფრინავებს, ფრეგატსა და ტანკერ თვითმფრინავებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე