ისრაელში პოლიციელებმა პალესტინელი თავდამსხმელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:04 | 01.12.2015
ნანახია: 1709

ისრაელელმა პოლიციელებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალგაზრდა პალესტინელი მოკლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დანით შეიარაღებული პალესტინელი ისრაელელთა დასახლებაში თავს მოქალაქეებს დაესხა. ერთ-ერთმა მათგანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ბოლო 2 თვის განმავლობაში პალესტინელთა თავდასხმებს ისრაელში 19 ადამიანი ემსხვერპლა. მოკლულია 100-მდე პალესტინელი. თავდამსხმელთა უმრავლესობა პოლიციელებმა მოკლეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე