„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა
საქართველო, თბილისი - 13:43 | 29.05.2018 ნანახია: 1215
„დაემშვიდობე ბანკს“ სფეისის, ფულის მართვის აპლიკაციის კამპანიის დასაწყისია, რომელიც ხაზს უსვამს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივების აუცილებლობას.
პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.
სფეისის პირველადი ვერსიით უკვე შესაძლებელია დისტანციურად, მობილურ აპლიკაციაში:
- დარეგისტრირდეთ და გახსნათ საბანკო ანგარიში
- მიიღოთ სფეის ბარათი უფასოდ კურიერის მეშვეობით ნებისმიერ მისამართზე, საქართველოს მასშტაბით
- აიღოთ სესხი მყისიერად, დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ყველანაირი დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე
- გადარიცხოთ ფული 24/7-ზე, ნებისმიერ ბანკში მობილური ტელეფონით, ან მესენჯერით: whatsapp-ით , facebook-ით, viber-ით
- მართოთ სხვა ბანკების ბარათები, ამისთვის არ არის აუცილებელი სფეისის ანგარიშის ქონა
- გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და შეავსოთ მობილურის ბალანსი
სფეისის ერთ-ერთი ძირეული განმასხვავებელი მახასიათებელი მისი უნიკალური დიზაინია, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური მიდგომით.
„სფეისში გვჯერა, რომ მომავალი უკვე დადგა. თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ცვლიან ჩვენს ქცევებს და გვიმარტივებენ სერვისის მიღებას. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველდღიურ ბანკინგს საქართველოში სჭირდებოდა გამარტივება და შევქმენით სფეისი - პირველი, სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელიც შეცვლის ჩვენი ფულის მართვის მიდგომებს“, - სფეისის პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა გურგენიძე.
„სფეისის შექმნის იდეა 1 წლის წინ თიბისის გუნდის რამდენიმე წევრს გაუჩნდა და ბანკმა მათ მხარი დაუჭირა ამ იდეის განხორციელებაში. ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლის ქცევის ცვლილება დიდი გამოწვევაა საბანკო ბაზარზე. ამ გამოწვევის მიღება და გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტის შექმნის ხელშეწყობაც, ჩვენი აზრით, დროულია. სფეისი დამოუკიდებელი ბრენდია და მჯერა, რომ ის ყოველდღიური საბანკო მომსახურების სფეროში ბევრი სიახლის მიზეზი გახდება“, - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.
სფეისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე - 2 711 711.
სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია www.space.ge.
პოლიტიკა
- შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს
- "ფორმულას" ინფორმაციით, ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, კობახიძე კი გახარიას კალაძით ცვლის
- ივანიშვილი გარდაისახა და ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია - რომან გოცირიძე
- ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა - ლაშა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნებაზე“
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა