უეფამ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ლამაზი გოლი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 28.05.2018
ნანახია: 1632

 

„რეალის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გოლი, რომელიც მან იტალიის „იუვენტუსის“ კარში გაიტანა, უეფამ 2017-2018 წლების სეზონის ულამაზეს გოლად დაასახელა.

ტოპ-ათეულში მეორე ადგილი რონალდუს თანაკლუბელმა გარეტ ბეილის გოლმა დაიკავა, რომელიც ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისის „ლივერპულს“ რონალდუს მსგავსად „მაკრატელათი“ გაუტანა. მესამე ადგილი კი ერგო „იუვენტუსის“თავდამსხმელს გონსალო იგუაინს. მან ბურთი ინგლისის „ტოტენჰემის“ კარში მოათავსა.

 

 

კრიშტიანუ რონალდუს გოლი

გარეტ ბეილის გოლი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე