ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:02 | 24.05.2018
ნანახია: 1286

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება.

პრაღის ფორმატი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხების განხილვას ითვალისწინებს. თუმცა, ზურაბ აბაშიძის პირველ განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრისას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას. 

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე