ფეხბურთის ბრიტანელი გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუსებს ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებიან

საქართველო, თბილისი - 17:27 | 22.05.2018
ნანახია: 211

ფეხბურთის ბრიტანელი გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუსებს ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი წერს.

ამასთან ბრიტანელების ნაწილი რუსეთში წინასწარ გაემგზავრა, რათა იმ გულშემატკივრების შესახებ საჭირო ინფორმაცია მოაგროვონ, რომლებიც ჩემპიონატზე  ინგლისელ მაყურებლებს დაიცავენ.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთის გულშემატკივრებს არ ადარდებთ შესაძლო დაკავებები, ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ გაუსწორდნენ რუსებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინგლისელების მუქარას უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასობრივ არეულობებს არ  დაუშვებს და წესრიგის დამრღვევებს დააკავებს და ქვეყნიდან გააძევებს.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე 11 ქალაქში იმართება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე