ასადი: პრაღაში ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვა სრულიად შესაძლებელია

საქართველო, თბილისი - 11:07 | 01.12.2015
ნანახია: 1735

ბაშარ ასადი პრაღაში სირიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვას შესაძლებლად მიიჩნევს. მან ამის შესახებ ჩეხურ ტელეარხ Česká televize-ს განუცხადა.
”პრაღაში მოლაპარაკებების გამართვის იდეა თქვენს ქვეყანასთან დაბალანსებული ურთეირთობის გამო სირიისთვის სრულიად მისაღებია”, -აღნიშნა ასადმა და მას ”სრულიად რაელისტური ამოცანა” უწოდა.

რაც შეეხება საფრანგეთს, ასადის თქმით, ამ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიების გამართვა შეუძლებელია. ’საფრანგეთი თავად უჭერს მხარს ტერორიზმს, ხელს უწყობს ომს და მშვიდობისთვის არ იბრძვის”, -განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე