ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:42 | 30.11.2015
ნანახია: 1633

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს და ქ.თბილისის პროკურორს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მთავარმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის განვითარების და რეფორმირების საკუთარი გეგმა გააცნო ოლქის პროკურორებს და ამ მიმართულებებით მათ დავალებები მისცა.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 2 დეკემბერს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც პროკურატურის განვითარების საკუთარ პროგრამას გააცნობს თანამშრომლებს და აღნიშნულ ფორმატში მოხდება სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე