გიორგი მღებრიშვილმა 99 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა BMW X6 საპატრულო პოლიციას გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 30.11.2015
ნანახია: 1595

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 99 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა BMW X6 საპატრულო პოლიციას გადასცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს შს სამინისტრომ შეიძინა „BMW X6“-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების თარიღი: 2008 წ. საბალანსო ღირებულება: 99 000 ლარი). 
„შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები. გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს. 
ზემოხსენებული ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
აქვე შევნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ამ დროისთვის იმყოფება მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა“, - აცხადებენ შსს-ში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე