პირდაპირი ეთერის დროს ფეხბურთის გულშემატკივარმა ჟურნალისტს ხელები უფათურა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:10 | 07.05.2018
ნანახია: 1583

ტელეარხ Fox Sports Mexico-ის ჟურნალისტმა მარია ფერნანდა მორამ პირდაპირი ეთერის დროს მიკროფონი ჩაარტყა ფეხბურთის გულშემატკივარს იმის გამო, რომ ის გოგონას უკან ხელებს უფათურებდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.
მარიას რეპორტაჟი მიყავდა მექსიკის ქალაქ გვადალახარის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ტორონტოს კლუბი დაამარცხა. გოგონას გარშემო გულშემატკივრები შეიკრიბნენ, მამაკაცმა კი, რომელიც მარიას უკან იდგა, დრო იხელთა და ჟურნალისტს ხელის ფათური დაუწყო.

მორამ ოპერატორს აცადა სიუჟეტი ბოლომდე გადაეღო, რის შემდეგაც მიბრუნდა და გულშემატკივარს მიკროფონი რამდენჯერმე ჩაარტყა.

ჟურნალისტმა Twitter-ში დაწერა, რომ თავის საქციელს არ ნანობს.

 „ის რაც მე შემემთხვა, ყოველდღე ათასობით ქალს ემართება საზოგადოებრივ ადგილებში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ჩემს შემთხვევაში ეს პირდაპირი ჩართვის დროს მოხდა და მე თავის დაცვა გადავწყვიტე“, - წერს ჟურნალისტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე