კონგოში შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.11.2015
ნანახია: 1671

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა კონგოში ერთ-ერთ დასახლებულ პუნტქზე მომხდარი თავდასხმისას. სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით თავდასხმა უგანდელმა მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც გაერთიანებული დემოკრატიული ძალების სახელით მოქმედებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ოთხი მცხოვრები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, რვა ადამიანი, კი რომელთაგან ერთი მედდა იყო, დანით მოკლეს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე