თურქეთში მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 30.11.2015
ნანახია: 1625

თურქეთის ხელისუფლებამ სამი მაღალი თანამდებობის სამხედრო პირი დააკავა. ორ გენერალსა და გადამდგარ პოლკოვნიკს ბრალად ედება ტერორისტული შეირაღებული დაჯგუფების ფორმირება, ასევე ჯაშუშობა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

სტამბულის პროკურორმა ირფან ფიდანმა განაცხადა, რომ სამხედრო პირები სტამბულის სასამართლოში თურქეთის დაზვერვის ორგანიზაციის კუთვნილი სატვირთო მანქანების შემოწმებასთან დაკავშირებულ გამოძიების საქმეზე დაიბარეს, რის შემდეგაც ისინი დააპატიმრეს.

2014 წლის იანვარში დიდი რეზონანსი გამოიწვია სამხედროების მხრიდან დაზვერვის ორგანიზაციის კუთვნილი სატვირთო მანქანების უკანონო შემოწმების ფაქტმა. მანქანები თურქეთ-სირიის საზღვრისკენ მიემართებოდნენ. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით მათ სირიელი თურქმენებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდათ. თუმცა მედია წერდა, რომ მანქანები იარაღითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე