მოდილიანის ნახატს Sotheby's-ის აუქციონი რეკორდულ ფასად ყიდის

საქართველო, თბილისი - 12:50 | 25.04.2018
ნანახია: 1629

Sotheby's-ის აუქციონის სახლი ამადეო მოდილიანის ნახატი Nu couché (მწოლიარე შიშველი ქალი“) რეკორდულ ფასად ყიდის. მისი სასტარტო ფასი150 მლნ დოლარს შეადგენს. ტილო1917 წელს არის სექმნილი.

მოდილიანმა „შიშველი ქალი“ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა. როგორც ლოტის აღწერილობაშია ნათქვამი, ის სიდიდით ყველაზე დიდი და იტალიელი მხატვრის ყველაზე ამბიციური ნამუშევარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ფერწერული ტილო იმ თემატურ ციკლში შედის, სადაც 22 ნახატია გაერთიანებული. 2015 წლის ნოემბერში ჩინელმა მილიარდერმა ლიუ იციანმა Christie's-ის აუქციონზე ამ სერიის სხვა ნახატი 170 მლნ დოლარად შეიძინა.

 მაგფრამ Sotheby's-ის მიერ  გამოტანილი ნახატი შესაძლოა, ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდეს, რომელიც მსოფლიო აუქციონებზე ოდესმე გამოფენილა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე