კახა კიკნაველიძე: ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს, რომ სტარტაპების დაფინანსება საკმაოდ რთულია სასესხო კრედიტით

საქართველო, თბილისი - 21:23 | 13.04.2018
ნანახია: 1322

ვფიქრობ, საქართველოს ბანკი ძალიან მნიშნველოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, რომელიც ფინანსთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

კახა კიკნაველიძე ამბობს, „ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა სასტარტო პროგრამასთან დაკავშირებით“.

მან რეალობა უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა დასძინა, რომ თუ  შედარება განვითარებად ქვეყნებთან, საპროცენტო განაკვეთები შესადარისია ამ ქვეყნებთან.  

„ვფიქრობ, ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა სასტარტო პროგრამასთან დაკავშირებით. სტარტაპების დაფინანსება მართლაც პრობლემურია, ბანკებისთვის ძნელია რთულია, დიდი რისკებიდან გამომდინარე.  მიუხედავად ამისა საქართველოს ბანკმა  არამარტო სტარტაპებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ბევრი ინიციატივა გააკეთა  წელს. ვფიქრობ, საქართველოს ბანკი ძალიან მნიშნველოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.  დღეს ეს პორტფელი 580 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე