დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 24.11.2015
ნანახია: 1632

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიღო.

დავით ბორჩაშვილის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ბრალი აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის საქმიანობაში მონაწილეობას ითვალისწინებს. 
წინასასამართლო სხდომა 13 იანვარს დაინიშნა, საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე