საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:56 | 21.11.2015 ნანახია: 2258
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. ღონისძიების გახსნამდე, თინათინ ხიდაშელი კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის პოლიტიკა იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრით დაიწყო ვიზიტი, რომელზეც ერთადერთი განსახილველი თემა იყო რუსეთი და მისი ქმედებები. ევროპაში პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ შექმნილ ფონზე, მთავარი საკითხი რაზეც თავდაცვის მინისტრები, კონფერენციის გახსნამდე, დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით და ვსაუბრობთ ეს არის, სწორედ, რუსეთის თემა, რაც ძალიან ბევრის მთქმელი და მანიშნებელია. უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელსაც სკეპტიკოსები გამოთქვამენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამ კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს დადასტურდება კონფერენციის ღია სხდომებზე და უკვე დადასტურდა კიდეც, სწორედ, იმ ფაქტით, რომ კონფერენციის დაწყებამდე მთავარი საკითხი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს, რაზეც გვინდა რომ შევჩერდეთ და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არის რუსეთი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
სამართალი
- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- 18-19 ოქტომბრის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული - ვაჟა სირაძე
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















