სტალინი ჩემმა ბებიამ გადაარჩინა - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:57 | 12.02.2018
ნანახია: 1769

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფილმს „სტალინის სიკვდილი“ „სუპერ მაგარი“ უწოდა.

თავისი შთაბეჭდილებები ბრიტანელი რეჟისორის არმანდო იანუჩის კომედიის ნახვის შემდეგ Facebook-ის გვერდზე გააზიარა.

 „ვიყავით კინოში „სტალინის სიკვდილის“ სანახავად. სუპერ მაგარი ფილმი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ამასთან ის იხსენებს, რომ მისმა დიდმა ბებიამ სტალინი ჟანდარმებისგან იხსნა. „ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმებისგან. ის ხელით მამამისის - მდიდარი მეწარმის სახლიდან გამოიყვანა, სტალინმა კი სიკეთე მის ოჯახს ქონების კონფისკაციითა და მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა“, - ამბობს სააკაშვილი.  

 „სტალინის სიკვდილი“ - სატირული კომედიაა, რომელიც საბჭოთა ლიდერის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში ტორონტოში გაიმართა. ფილმში ჯეისონ აიზექსი, ოლგა კურილენკო, სტივ ბუშმი და რუოერტ ფრენდი მონაწილეობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე