შოკოლადი გაძვირდება

საქართველო, თბილისი - 11:58 | 24.09.2015
ნანახია: 2131

შოკოლადი გაძვირდება, ამის მიზეზი კი კაკაოზე ფასის მატებაა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წლის დასაწყისიდან დღემდე კაკაო 13 %-ით გაძვირდა. კაკაოზე ფასის მატება კი ინვესტორების შიშმა განაპირობა, რომელიც თავის მხრივ უახლოეს წელს, კაკოს დეფიციტის მოლოდინებს ეფუძნება.

დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში გვალვის გამო კაკაოს მოსავალი გაფუჭდა და მსოფლიო ბაზარზე კაკაოს დეფიციტმა 250 ათასი ტონა შეადგინა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კაკაოს დეფიციტის გამო, შოკოლადის ფასი გაზირდება. მათივე პროგნოზით, 2020 წლისთვის მსოფლიო ბაზარზე შოკოლადის დეფიციტი 1 მლნ ტონა იქნება.

აღსანიშნავია, რომ კაკო ორ ბირჟაზე (ნიუ-იორკი და ლონდონი) ივაჭრება. ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე დეკემბრის კოტირებამ უკვე ტონაზე 2,2 ფუნტი სტერლინგი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე კი ტონაზე 3,312 ათასი დოლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე