ივანე ჩხარტიშვილს დაქვემდებარებული კომპანიების „პრომეტკოსა“ და „ჯეესკოს“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა 7 დეკემბერს განახლდება
საქართველო, თბილისი - 17:08 | 19.11.2015 ნანახია: 910
საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილს დაქვემდებარებული კომპანიების „პრომეტკოსა“ და „ჯეესკოს“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა 7 დეკემბერს განახლდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დასაკითხად კომპანია "ტრანსფორდს" უნდა წარმოედგინა. კომპანიის ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, რომ დასაკითხ პირებს შორის ბრალდებული ვანო მერაბიშვილიც არის, რომლის მოყვანა სასამართლო პროცესზე სასამართლომ უნდა უზრუნველყოს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ დასაკითხ პირთა შორის რამდენიმე საზღვარგარეთ იმყოფება და მათი ჩამოყვანა ვერ ხერხდება. მოსამართლე გიორგი სულაკაძემ ადვოკატს განუცხადა, რომ ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა პროცესზე დასწრება არ ისურვა. სასამართლო მას მიწვევას განმეორებით გაუგზავნის. დღევანდელ სხდომაზე მესამე მხარის "რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს" ადვოკატმა გიორგი ცერცვაძემ მოსამართლე გიორგი სულაკაძის წინაშე შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა წინა სასამართლო პროცესზე დაკითხული სამი მოწმის ჩვენება საქმის მასალებიდან ამოეღოთ, რადგან მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება კავშირში არ იყო საქმის პროცესთან. ადვოკატის თქმით, მოსამართლე არ დაინტერესებულა ივანე ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიებს - "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" ფოთის საზღვაო ნავსადგურმა რამდენად სამართლიანად შეუწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული კომპანიების ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი ადვოკატის გიორგი ცერცვაძის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმა. "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" ადვოკატმა მამუკა ღვინიაშვილმა პროცესზე მოითხოვა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის გამო ზარალის ასანაზღაურებლად ფოთის საზღვაო ნავსადგურმა და კომპანია "ტრანსფორდმა" "პრომეტკო ჯორჯიას" 31 მლნ ლარზე მეტი უნდა გადაუხადოს, "ჯეესკო" ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია "ტრანსფორდისგან" 39,5 მლნ ლარზე მეტს ითხოვს. "ფოთის საქალაქო სასამართლო პარალელურ რეჟიმში იხილავს ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელს "პრომეტკო ჯორჯიას" და "ჯეესკოს" მიმართ. უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა, როდესაც ფოთის სასამართლომ თავის საქმესთან გააერთიანა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე. ეს მთელი საპროცესო კანონმდებლობის თავდაყირა დაყენებაა. ამით ფოთის საქალაქო სასამართლომ განსჯადობის პრინციპს ყურადღება არ მიაქცია. აქედან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს ის განჩინება, რომლითაც დაბეჯითებით აპელირებენ მოპასუხეები ფოთის საქალაქო სასასამართლოს გადაეგზავნოს საქმე, კანონიერ ძალაში შესული არ არის. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სასამართლო პროცესი", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- ვოლსკი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს "სეპარატისტულ ვიზიტად" აფასებს
- მოვიდა ის სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაბამისი დემოკრატია - გრიგოლ ვაშაძე
- იწყება ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმის შეცვლა - შალვა ნათელაშვილი
ეკონომიკა
- ლარი გამყარდა
- საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს
- ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს - თურნავა
- მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ