თვითმფრინავი, რომელიც რეისს ვარშავიდან ჰურგადაში ასრულებდა, ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო ბულგარეთში დაეშვა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 19.11.2015
ნანახია: 1603

სამგზავრო ავიალაინერმა, რომელიც ვარშავიდან ჰურგადაში მიფრინავდა, ბულგარეთის ბურგასის აეროპორტში სასწრაფო დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა.

ბულგარული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ 64 წლის მგზავრისგან გახდა ცნობილი. თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურმა ბულგარეთში სასწრაფო დაშვება მოითხოვა. ლაინერი აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა. განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. აეროპორტის ტერიტორიაზე სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

სამართალდამცავი ორგანოები 64 წლის მგზავრს კითხავენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე