”ისლამური სახელმწიფო ” ნიუ-იორკს ტერაქტებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:43 | 19.11.2015
ნანახია: 1626

”ისლამური სახელმწიფო ” ნიუ-იორკს ტერაქტებით ემუქრება. ამის შესახებ CNN-ი ვიდეორგოლზე დაყრდნობით იტყობინება.
კადრებში ჩანს ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც ქურთუკში ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავს.

როგორც ცნობილია, სამი დღის წინ ტერორისტებმა გაავრცელეს ვიდეორგოლი, სადაც ვაშინგტონს აფეთქებებით ემუქრებიან. ”ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ ”ჯვარსონულ ლაშქრობაში” შურისძიებას უნდა ელოდონ”, - ნათქვამია ვიდეორგოლში.

ამასთან თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს ამერიკას ტერაქტების საფრთხე არ ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ლაიზა მონაკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას შესაძლო საფრთხეების შესახებ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე