ბაშარ ასადი ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებამდე მის გადადგომას გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 19.11.2015
ნანახია: 1624

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებამდე მის გადადგომას შეუძლებლად მიიჩნევს. მან ამის შესახებ იტალიის ტელევიზიას RAI-ს განუცხადა.

”პოლიტიკური გარდამავლი პერიოდის რეალიზაციის გრაფიკი ტერორიზმზე გამარჯვების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. პოლიტიკური კუთხით შედეგების მიღება შეუძლებელია, ვიდრე ტერორისტები სირიის მნიშვნელოვან რაიონებს აკონტროლებენ”, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.

ასადის თქმით, ტერორისტებზე გამარჯვების შემთხვევაში გარდამავალ პერიოდს 1,5-2 წელი დასჭირდება. მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც არ გამორიცხა. ” ამ საკითხში არანაირი ამკრძალავი წითელი ხაზი არ არსებობს. თუ სირიელები პრეზიდენტად ამირჩევენ, მათ კარგი მომავალი ელოდებათ”, -აღნიშნა ასადმა და დასძინა, რომ არჩვენების გარეშე ხელისუფლებაში მისი დარჩენა პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე