”ისლამური სახელმწიფო” ქალაქ რაქას დაცვას აძლიერებს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 18.11.2015
ნანახია: 1762

”ისლამური სახელმწიფო” სირიის ქალაქ რაქას დაცვას შესაძლო იერიშის მოსაგერიებლად აძლიერებს. 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა კოალიციის ავიადარტყმები ქალაქის წინააღმდეგ, რომელსაც ტერორისტები ”ისლამური სახელმწიფოს” დედაქალაქად მიიჩნევენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამაგრდნენ და მოსახლეობას ქალაქის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

იქმნება იმის საშიშროებაც, რომ ექსტრემისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა მოსალოდნელი ბრძოლების დროს შესაძლოა, ცოცხალ ფარად გამოიყენონ.

თვითმხილველთა თქმით, რაქას შესასვლელებში ტერორისტებმა გვირაბები და სანგრები გათხარეს. მებრძოლებმა მთელს ქალაქს საბურავებისა და ბენზინით სავსე კასრების ბარიკადები შემოავლეს, რათა იერიშის შემთხვევაში ცეცხლი წაუკიდონ და ქალაქი კვამლით დაფარონ.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საფრანგეთის საჰაერო ავიაციამ რაქას წინააღმდეგ მასირებული ავიადარტყმები განახორციელა. ავიაიერიშების შედეგად ტერორისტების საწვრთნელი ბაზა და სამეთაურო პუნქტი განადგურდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე