თურქი გულშემატკივრები სტადიონზე ტერაქტების მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილის დროს ”ალაჰ აკბარს” სკანდირებდნენ

საქართველო, თბილისი - 12:57 | 18.11.2015
ნანახია: 1635

სტამბულში თურქეთ-საბერძნეთის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილი გამოცხადდა. თუმცა თურქეთის ნაკრების გულშემატკივრები წუთიერ დუმილს სტვენით შეხვდნენ და მის დასრულებამდე ”ალაჰ აკბარს” სკანდირებდნენ.

მოგვიანებით შესაბამისი ვიდეო YouTube-ზეც გამოქვეყნდა.

თურქეთისა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შეხვდნენ. ტრიბუნები გულშემატკივრებით იყო სავსე.

შეხვედრას ბერძენ კოლეგასთან ერთად ასევე თვალს ადევნებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუც. ისინი ერთმანეთის გევრდით ისხდნენ, ეს კი, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ორი ქვეყნის შერიგებასა და თანამშრომლობის დასაწყისზე მიანიშნებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე