ნიგერიაში აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 18.11.2015
ნანახია: 1604

32 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაიჭრა ნიგერიის ქალაქ იოლაში ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად.

როგორც Reuters-ი წითელ ჯვრის წარმომადგენლებზე დაწყრდნობით იუწყება, ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა.

აფეთქება იმ დროს განხორციელდა, როდესაც ბაზარი იკეტებოდა,. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ხმა ქალაქის ყველა რაიონში ისმოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება საღამოს ლოცვის შემდეგ მოხდა, როდესაც ხალხი მეჩეთს ტოვებდა.

ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ტერაქტის უკან რადიკალური დაჯგუფება ”ბოკო ხარამი” დგას, რომელიც ნიგერიაში დივერსიებს რეგულარულად აწყობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე