ელისაშვილი: ამ ბიიუჯეტით, მეწარმეობის ხელშეწყობის ყოვლად გაუგებარი ცენტრი 2,5 მილიონით უნდა დავაფინანსოთ

საქართველო, თბილისი - 10:50 | 18.11.2015
ნანახია: 1918

წლევანდელ ბიუჯეტში 2,5 მილიონი არაფრის კეთებაში, მისი რაღაცა მეწარეობის ხელშეწყობის ყოვლად გაუგებარი ცენტრი 2,5 მილიონით უნდა დავაფინანსოთ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა არჩევანში

”გამოგზავნეს რაღაცა გაუგებრობა, აჯაფსანდალი. აბდაუბდა ბიუჯეტი მოვიდა. ამ ბიუჯეტით, მაგალითად, 19 მილიონი წერია ავარიული კორპუსების გამაგრებაზე და 25 კორპუსი უნდა გამაგრდესო. 2 ათასი ავარიული შენობაა თბილისში. ამ ბიუჯეტს რომ გავყვეთ, 52 წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ავარიული შენობები გავამაგროთ. ან მოდით ვიმსჯელოთ და პოლიტიკა შევიმუშავოთ რაღაც, რომ ეს 19 მილიონი ნაწილობრივი წახალისება და დაფინანსება იყოს ამ ავარიული კორპუსების გამაგრების, ან წავახალისოთ კერძო ბიზნესი და გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ან რამე ვქნათ, არა 19 მილიონი, აბსოლუტურად გაუგებარი რამ. და უამრავი გაუგებრობა. ალექსანდრე მარგიშვილი - ერთი დიდი, ორ მილიონიანი გაუგებრობაა ეს კაცი. წლევანდელ ბიუჯეტში 2,5 მილიონი არაფრის კეთებაში, მისი რაღაცა მეწარეობის ხელშეწყობის ყოვლად გაუგებარი ცენტრი 2,5 მილიონით უნდა დავაფინანსოთ”, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე