პოლიციამ პარიზში სამი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 18.11.2015
ნანახია: 1735

ფრანგმა პოლიციელებმა პარიზში სენ-დენის რაიონში სამი ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ რადიოსადგური RTL-ი იტყობინება,

მისი მონაცემებით, მოკლულთა შორის არის ერთი ქალი, რომელსაც სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული. მან ბომბის ამოქმედება ვერ მოასწრო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ორი ან სამი ეჭვმიტანილი.

სპეცოპერაციისას ორი პოლიციელი დაიჭრა.

ფრანგული მედიის ცნობით, სენ-დენის ცენტრში სპეცოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე