პარიზის ტერაქტებში მეცხრე ეჭვმიტანილი გამოიკვეთა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 18.11.2015
ნანახია: 1703

საფრანგეთის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, სათვალთავლო კამერებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააფიქსირეს. მათივე თქმით, პარიზში განხორციელებულ თავდასხმებში, შესაძლოა, ის მეცხრე ეჭვმიტანილი იყოს.

სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, კამერებმა მესამე ადამიანი Seat-ის მარკის შავ ავტომობილში დააფიქსირა, საიდანაც 13 ნოემბრის ღამეს ტერორისტებმა რესტორნებსა და ბარებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის ორიდან ერთ-ერთი, რომლებიც ბელგიაში დააკავეს.

უცნობ პირთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ორი თავდამსხმელი - ძმები ბრაჰიმ და სალაჰ აბდესლამები. სალაჰ აბდესლამი ტერაქტების საქმეში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევა, სამართალდამცვებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. მისმა ძმამ ბრაჰიმმა საკონცერტო დარბაზ ’ბატაკლანზე” თავდასხმისას თავი აიფეთქა. აბდესლამები ბელგიის მოქალაქეეები არიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე