„ისლამური სახელმწიფოს“ ყველა შეიარაღებული ფორმირება სირიაში განადგურებულია - რუსეთის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 10:29 | 07.12.2017
ნანახია: 1291

„ისლამური სახელმწიფოს“ ყველა შეიარაღებული ფორმირება სირიაში განადგურებულია. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სირიის არმიის ქვედანაყოფებმა დეირ-ეზ-ზორის პროვნიციაში „ისლამური სახელმწიფოს“ დარჩენილი დაჯგუფებები მთლიანად გაანადგურეს.

 „დღეისათვის სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები აღარ არსებობს“, - განაცხადა გერასიმოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე