ილია მეორე ვა ბანკზე წავიდა - ცოტნე გამსახურდია
საქართველო, თბილისი - 13:58 | 27.11.2017 ნანახია: 3866პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის დასახელებას, ცოტნე გამსახურდია ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ცოტნე გამსახურდია: მეუფე შიოზედ: პრაქტიკულად ყველაზე იდუმალი კანდიდატურაა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ უბანშია დაბადებულ-გაზრდილი, არასდროს ყოფილა მოვლენების ეპიცენტრში, მის სახელს არც რაიმე სკანდალი უკავშირდება, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული პოზიტივი. თუმც ჩვენში დღეს - no news, good news-ო, უთქვამთ.
ფაქტია, რომ მოქმედმა პატრიარქმა სრულიად მოულოდნელად და საიდუმლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამას მისი ხელით, მძიმედ დაწერილი ბრძანებულება მოწმობს. სავარაუდოდ, სინოდიდან არავისთან ჰქონია კონსულტაციები. და უეცრად, გიორგობა დღეს გააჟღერა.
მან, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იცის იმ ზვიგენების გარემო, რომლითაც არის გარშემორტყმული. თუმც სხვას ვის უნდა დააბრალოს...
ძნელი დასაჯერებელია, გამოცდილმა ილია მეორემ არ იცოდეს, რომ შიოს დასახელება, თან ესოდენ კრიზისულ დროში ეკლესიისათვის (ციანიდის საქმე, მისი ძმისშვილის, დიმიტრის ფრთის დასუსტება და ჩამოცილება, მომძლავრებული ეპისკოპოსების ყელყელაობა), შიოსთვის განაჩენი უფრო იქნება ვიდრე რეკომენდაცია, როდესაც შიო მარტო დარჩება სინოდის წინაშე...
მაშ, რა მოხდა? ან შიოს დაძირვის შეფარულ სურვილთან გვაქვს საქმე, ან ილია მეორე ვა ბანკზე წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვს.
საინტერესოა, რომ რუსული განათლების გარდა შიოზე კომპრომატი ჯერ ვერ მოიძებნა. მავან ეპისკოპოსთან დაკავშირებული ფიგურები და მედიასაშუალებები აჟღერებენ ხან - ილარიონოვი იყო ჩამოსული მის დასასახელებლად და ხან - ილარიონ ალფეევიო.
ისე, ილარიონ ალფეევი, რუსული ეკლესიის საგარეო განყოფილების უფროსი, მართლაც იყო ჩამოსული 1 ნოემბერს ფორმალური მიზეზით: ილია მეორე რუსეთში დაპატიჟა. მაგრამ ეს ცდომილებები მეტყველებს, რომ არანაირი ზუსტი ინფო არა აქვთ და ეს მხოლოდ მოშურნეთა ბოდვაა ჯერჯერობით. მეორეც, არ მჯერა იმ ოდიოზური ეპისკოპოსების, რომლებიც დღემდე ფულისა და გავლენისათვის ყველაფერზე ჩუმად იყვნენ და ყველაფერს კადრულობდნენ. ახლა გაახსენდათ შიოს პრორუსულობა?!
იმავ ეპისკოპოსების შურითა და ბოღმით აღვსილ ფრაზებსა და სახეებს თუ დავაკვირდებით, ეკლესიას წინ მძიმე დღეები ელოდება. სავარაუდოდ, დაშლის პროცესები დაიწყება და არ ჩანს ფიგურა, ვინც ამას შეაჩერებს. ტიპიური ქართული სურათია. თუ ეს პროცესი შეჩერდება, ვისი დროშის ქვეშ? რომელს რა აწყობს, რუსულ ფრთას ან პროდასავლურს?
რა გვაწყობს ჩვენ - ქვეყანას და საზოგადოებას?
საფიქრალია ამ ყველაფერზე...
პ.ს. შეიძლება დღეს პასუხები არ გვაქვს, მაგრამ მათ მისაღებად ჯერ სწორად კითხვების დასმაა საჭირო.
პოლიტიკა
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
- არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი
- დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა