სასტუმროში „ლეოგრანდი“, სადაც ,,მის საქართველოს'' გოგონები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 21:58 | 24.11.2017
ნანახია: 2957

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია. ამ დროისთვის, სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

შენობასთან მეხანძრეები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

სასტუმროში ,,მის საქართველოს" მონაწილე გოგონები იმყოფებოდნენ. მათი ხელმძღვანელის ია კიწმარიშვილის ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

,,ხანძარი ლიკვიდირებულია, ძალიან ორგანიზებულად ხდება ყველაფერი. გოგონები კარგად არიან, სიმშვიდეა, პანიკის მიზეზი არ არსებობს'', - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე https://www.youtube.com/watch?time_continue=42&v=oARgz9sTvac 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე