დონეცკის ოლქში მომხდარი შეტაკებებისას, ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 18:23 | 31.10.2017
ნანახია: 1439

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს, სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე.

გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ეხმარებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე