III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 12:43 | 18.10.2017
ნანახია: 2043

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. 

ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა.    

შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას. 

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით  გაგრძელდა.   

ექვსი თვის განმავლობაში, ქართველი სამხედროების ამოცანა, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე