დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:08 | 05.09.2017
ნანახია: 1304

დემირელის სახელობის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებას დღეს განათლების სამინისტროსთან სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და კურსდამთავრებულები გააპროტესტებენ.

მათი თქმით, მართალია, სასწავლებელს ავტორიზაცია გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოტივით შეუჩერეს, თუმცა გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თურქეთის მოთხოვნებს და მუსტაფა ემრე ჩაბუქს უკავშირდება.

იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო გადაწყვეტილებას არ შეცვლის, დემირელის სახელობის კოლეჯის პედაგოგები მშობლებთან ერთად, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე