,,შენ ხარ მამაცი და გმირი ადამიანი'' - ქართველმა ემიგრანტმა 2 უცხოელი გადაარჩინა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 22.07.2017
ნანახია: 2526

გმირი ადამიანი, რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!, - ასე ეხმაურება ქართველი ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი ,,ფეისბუქის'' პირად გვერდზე მისი ახალგაზრდა ნათესავის სამაგალითო საქციელს, რომელმაც აშშ-ში გმირული საქციელი ჩაიდინა და სიკვდილს გადაარჩინა ორი უცნობი ადამიანი:

,,საზარელი საგზაო შემთხვევა, რომელიც დღეს ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა... ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ... ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი, რომ გადაერჩინა ადამიანები. მან მართლაც შეძლო და ამერიკის ორი მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა.

სამწუხაროდ, მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო, ის ცოცხლად დაიწვა... მიხეილ შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი, რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!! მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!", - წერს მაია ბაჩანაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე